40 წლის წინ ნეაპოლში – თბილისის „დინამომ“ „ნაპოლი“ უეფა-ს თასზე ორჯერ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიური „ნაპოლი“ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ცნობილია არა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას და დიეგო მარადონას გამო – იტალიელებს წლების წინ თბილისის „დინამოსთან“ საინტერესო დაპირისპირებები ჰქონდათ.
„დინამო“ „ნაპოლის“ უეფა-ს თასზე ორჯერ შეხვდა, 4 მატჩიდან 2 მოიგო, 1 წააგო და 1 ფრედ დაასრულა, ხოლო ბურთების სხვაობით იტალიურ კლუბთან უპირატესობა აქვს – 5:3.
ამ გუნდების ბოლო შეხვედრა 40 წლის წინ ნეაპოლში გაიმართა სტადიონზე, რომელიც მხოლოდ წლების შემდეგ გახდა „სტადიო მარადონა“. პირველი მატჩი თბილისში „დინამომ“ 2:1 მოიგო, გასვლაზე კი 0:1 წააგო.
წესით, შემდეგ წრეში „დინამო“ უნდა გასულიყო, თბილისელებს ნეაპოლში არ უნდა წაეგოთ, მაგრამ განმეორებით მატჩში არბიტრმა შეხვედრის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. თბილისელები 0:1-ს აგებდნენ, როცა ალექსანდრე ჩივაძემ დაახლოებით 22-23 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და გოლი გაიტანა, არბიტრმა კი გოლი არ ჩათვალა და ქართველებს ჯარიმა მეორედ შეასრულებინა.
https://youtu.be/6_ki_D3LV2I
1978. უეფას თასის 1/32 ფინალი
9 სექტემბერი. პირველი მატჩი
დინამო თბილისი – ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 ყიფიანი (39), 2:0 შენგელია (49)
27 სექტემბერი. განმეორებითი მატჩი
ნაპოლი – დინამო თბილისი 1:1
გოლები: 0:1 დარასელია (64), 1:1 სავოლდი (79)
ორი მატჩის ჯამში „დინამომ“ მოიგო 3:1.
https://youtu.be/bl24KahNp6Y
1982. უეფას თასის 1/32 ფინალი
15 სექტემბერი. პირველი მატჩი
დინამო თბილისი – ნაპოლი 2:1
გოლები: 1:0 ხიზანიშვილი (4), 1:1 დიასი (20), 2:1 შენგელია (33)
29 სექტემბერი. განმეორებითი მატჩი
ნაპოლი – დინამო თბილისი 1:0
გოლი: 1:0 დალ ფიუმი (59)
„ნაპოლიმ“ სტუმრად გატანილი გოლით მოიგო 2:2.