„ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი, შესაძლოა, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს.
როგორც გაზეთი Bild წერს, გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო ჯგუფი განიხილავს 38 წლის ფეხბურთელის დაბრუნებას.
წყაროს ინფორმაციით, ნოიერის შესაძლო დაბრუნება დამოკიდებული იქნება „ბარსელონას“ მეკარის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სათამაშო ფორმაზე. თუ გადატანილი ტრავმის შემდეგ ტერ შტეგენი ვერ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ოპტიმალური ფორმის აღდგენას, მაშინ არსებობს ალბათობა, რომ ნაკრებში ნოიერს გამოძახებენ.
შეგახსენებთ, რომ ნოიერმა გერმანიის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ 2024 წელს გამოაცხადა.