38 წლის ნოიერი არ აპირებს გერმანიის ნაკრებში კარიერის დასრულებას #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ 38 წლის მეკარეს, მანელ ნოიერს გერმანიის ნაკრებში კარიერის გაგრძელება და წლის ბოლოს ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება სურს. თუმცა ლეგენდარული ფეხბურთელი გამოტოვებს ერთა ლიგის სექტემბრის მატჩებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა.
ევრო 2024-ის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნოიერი აპირებს გერმანიის ნაკრებში თამაშს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატამდე. ამასთან, „ბაიერნის“ კარის დარაჯი არ იქნება ეროვნული ნაკრების განაცხადში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ორ ტურში. სექტემბერში გერმანიას ნიდერლანდებსა და უნგრეთთან უწევს შეხვედრები.
მანუელ ნოიერს 124 მატჩი აქვს ჩატარებული გერმანიის ნაკრებში.