37 წლის ანდრეს ინიესტა იაპონიის ლიგის სიმბოლურში მოხვდა #1TVSPORT
37 წლის ანდრეს ინიესტა იაპონიის ლიგის სიმბოლურში მოხვდა #1TVSPORT

იაპონური კლუბის „ვისელ კობეს“ ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა J1 ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, – დაწერა თავის „ტვიტერში“ B/R Football-მა.

37 წლის ლეგენდარულმა ესპანელმა 2021 წელს ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა ჯეი-ლიგაში (იაპონიის უმაღლესი დივიზიონი). „ვისელ კობემ“ სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა – 38 მატჩში 73 ქულა დააგროვა. იაპონიის ჩემპიონი „კავასაკი ფრონტალე“ გახდა.

ინიესტა „ვისელ კობეში“ 2018 წლიდან თამაშობს.