25 მილიონი – „არსენალის“ ახალი შეთავაზება „სელტიკს“
„არსენალი“ გლაზგოს „სელტიკს“ 22 წლის მცველ კირან ტირნის სანაცვლოდ 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს სთავაზობს. ეს 10 მილიონით უფრო მეტია, ვიდრე თანხა, რომელიც ლონდონურმა კლუბმა თავდაპირველად შესთავაზა შოტლანდიელებს და მათგან უარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ თუ შეთანხმება შედგა, ტირნი შოტლანდიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდება.
ტირნიმ, რომელსაც იტალიურ ნაპოლისთანაც აკავშირებდნენ, გასულ წელს მხოლოდ ცხრა მატჩი ითამაშა და ცოტა ხნის წინ თიაქრის ოპერაცია გადაიტანა.
საინტერესოა, რომ თავის ისტორიაში „სელტიკმა“ ყველაზე ძვირად მუსა დემბელე გაყიდა. ეს 2018 წელს მოხდა და მასში ფრანგულმა ლიონმა 19.7 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.