23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რომეო ბერიძე ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში პირველ საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი – რომეო ბერიძე (60კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67კგ), ოთარ აბულაძე (72კგ), საბა მამალაძე (82კგ) და ლაშა ტვილდიანი (97კგ) გამოვიდა, რომელთაგანაც წარმატებულად მხოლოდ ბერიძემ იასპარეზა.
ქართველმა ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალური დაპირისპირებები 18:45 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.