21-წლამდელები – გია ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა
ევროშესარჩევისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. გია ცეცაძის გუნდი 6 ივნისს ჯერ საბერძნეთს ესტუმრება, 10 ივნისს კი – სლოვენიას.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ზემოხსენებული შეხვედრებისთვის მოემზადებიან.
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი).
მცველები: ნიკა მალი, ლუკა ლაკვეხელიანი (ორივე – საბურთალო), ლაშა უგრეხელიძე, გივი ხეცურიანი (ორივე – სიონი), დავით კობოური (დინამო თბ), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო).
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, ზურიკო დავითაშვილი (ორივე – ლოკომოტივი), გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია).
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), დავით მუჯირი (ვიტ ჯორჯია), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა).