2023 წელს MLS-ის ვარსკვლავთა მატჩში „არსენალი“ ითამაშებს - ამერიკელთა გუნდს უეინ რუნი გაწვრთნის #1TVSPORT
„მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) ხელმძღვანელობამ გამოაცხადა 2023 წელს ლიგის ვარსკვლავთა მატჩის თარიღი და ფორმატი.
შეხვედრა ვაშინგტონში 19 ივლისს გაიმართება. MLS-ის ვარსკვლავთა ნაკრები ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ ითამაშებს.
გაირკვა, რომ MLS-ის ვარსკვლავების გუნდს სათავეში ჩაუდგება ლეგენდარული ინგლისელი ფორვარდი უეინ რუნი, რომელიც დღეს ვაშინგტონის კლუბს, „დი სი იუნაიტედს“ ავარჯიშებს.
რუნის ორჯერ მიუღია მონაწილეობა ამგვარ მატჩში, ოღონდ მოთამაშის რანგში: 2011 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში და 2019 წელს ვარსკვლავების გუნდში მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.
სხვათა შორის, არც „არსენალისთვის“ იქნება ეს პირველი გამოცდილება – 2016 წელს ლონდონურმა კლუბმა MLS-ის ნაკრები 2:1 დაამარცხა. მაშინ გუნდს ჯერ კიდევ არსენ ვენგერი ედგა სათავეში.
უნდა აღინიშნოს, რომ მატჩამდე ერთი დღით ადრე „არსენალის“ 10 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას უნარების კონკურსში, სადაც ისინი ამერიკელ ვარსკვლავებს დაუპირისპირდებიან.