ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) დრაფტის ლატარია ჩატარდა. პირველ ნომრად არჩევის უფლება მიიღო „ორლანდომ“. ეს მეოთხედ მოხდა ისტორიაში. ბოლოს „მეჯიქმა“ პირველ ნომრად 2004 წელს ცენტრი დუაიტ ჰოვარდი აირჩია.
დრაფტის პირველ რაუნდში ადგილები ასე განაწილდა:
- ორლანდო
- ოკლაჰომა
- ჰიუსტონი
- საკრამენტო
- დეტროიტი
- ინდიანა
- პორტლენდი
- ნიუ ორლეანი
- სან ანტონიო
- ვაშინგტონი
- ნიუ იორკი
- ოკლაჰომა
- შარლოტი
- კლივლენდი
წელს დრაფტის პირველ ნომერზე გამოკვეთილი პრეტენდენტი არ არის. ელოდებიან, რომ ტოპ-ოთხეულში აირჩევენ „გონზაგას“ ცენტრს ჩეტ ჰოლმგრენს, „დიუკის“ ფორვარდს პაოლო ბანკეროს, „ობერნის“ ფორვარდს ჯაბარი სმიტსა და „პერდიუს“ მცველს ჯეიდენ აივის.
2022 წლის დრაფტი 23 ივნისს გაიმართება.