საერთაშორისო ჩემპიონთა თასის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ტურნირი მიმდინარე წელს კორონავირუსის გამო არ ჩატარდება. პოპულარულ ამხანაგურ ტურნირში ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო კლუბები მონაწილეობენ. 2019 წელს შეხვედრები 16 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სინგაპურში, უელსში, შვედეთში, ინგლისსა და ჩინეთში.
ტურნირში მონაწილეობას შემდეგი კლუბები იღებდნენ: „ბენფიკა“, „არსენალი“, „ბაიერნი“, „მამჩესტერი“, „ატლეტიკო“, „ტოტენჰემი“, „ფიორენტინა“, „იუვენტუსი“, „რეალი“, „ინტერი“, „გვადალახარა“ და „მილანი“.
დღევანდელი მდგომარეობით კოვიდ19-ით მსოფლიოში 1 690 497 ადამიანია ინფიცირებული.