ორი ქართული ლელო „მონპელიე“ „ტულონის“ დაპირისპირებაში | ჩემპიონთა თასი

22:15, 16.12.2018
Mamuka Gorgodze and Guilhem Guirado of Toulon during the European Champions Cup match between Toulon and Scarlets on December 11, 2016 in Toulon, France. (Photo by Alexandre Dimou/Icon Sport ) (Photo by Alexandre Dimou/Icon Sport via Getty Images)

სარაგბო „ჩემპიონთა თასის“ მეხუთე ჯგუფში მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. მაყურებელმა ფრანგული დაპირისპირება იხილა – „მონპელიემ“, რომლის შემადგენლობაშიც მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე ასპარეზობენ, მამუკა გორგოძის „ტულონს“ უმასპინძლა.

მასპინძლებს მატჩის მოგება არ გასჭირვებიათ – 34-13. მოპოვებული გამარჯვების შედეგად შეხვედრის „მონპელიემ“ 11 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

საგულისხმოა, რომ ტულონელთა ერთადერთი ლელო მამუკა გორგოძის ანგარიშზეა. მან თავი 55-ე წუთზე, ჩვეულ სტილში გამოიჩინა. რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ გორგოძემ რაქიდან ბურთი მოიპარა, მეტოქის მცველებს გაუსხლტდა და ლელოში დაამიწა.

შეხვედრის ბოლო ლელო ლევან ჩილაჩავამ დადო. ქართველი ბურჯი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და თავი შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, 78-ე წუთზე გამოიჩინა.

მსგავსი