საერთო საპრიზო თანხის ოდენობა, რომელსაც 2020 წელს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) თავის ტურნირებზე გაითამაშებს, 158.7 მილიონ დოლარს გაუტოლდება.
ეს მაჩვენებელი 13 პროცენტით მაღალია შარშანდელ საერთო თანხაზე.
2020 წლის სეზონი 3 იანვარს, ATP-ის თასით დაიწყება – ეს არის ახალი ტურნირი ნაკრებებისთვის, რომელსაც ავსტრალიის რამდენიმე ქალაქი უმასპინძლებს.
სეზონის დასკვნითი ტურნირი 15 ნოემბერს, ლონდონში დაიწყება – ეს იქნება წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი.