ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ წარმოადგინა ფეხბურთელთა ტოპ-ათეული, რომელთა ღირებულებამ 2020 წელს ყველაზე მეტად აიწია.
რეიტინგის ლიდერი გახდა „დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი. 20 წლის ნორვეგიელმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მისი სატრანსფერო ღირებულება 55 მილიონი ევროთი გაიზარდა და 100 მილიონს მიაღწია.
მეორე ადგილზეა „ბაიერნის“ ნახევარმცველი ალფონსო დევისი. მისი ღირებულება 25-დან 80 მილიონამდე (პლუს 55 მილიონი) ავიდა, სამეულშია „ბარსელონას“ 18 წლის ფორვარდი ანსუ ფატი – 40-დან 80 მილიონამდე (პლუს 40 მილიონი).
ასევე ტოპ-ათეულში მოხვდნენ:
ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნ) – 60-დან 90 მილიონამდე (პლუს 30 მლნ)
ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) – 30-დან 60 მილიონამდე (პლუს 30 მლნ)
მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნ) – 20-დან – 50 მილიონამდე (პლუს 30 მლნ)
ჯოვანი რეინა (დორტმუნდიი) – 0-დან 30 მილიონამდე (პლუს 30 მლნ)
ალესანდრო ბასტონი (ინტერი) – 23-დან 50 მილიონამდე (პლუს 27 მლნ)
ბუკაიო საკა (არსენალი) – 13-დან 40 მილიონამდე (პლუს 27 მლნ)
ედმონდ ტაპსობა (ლევერკუზენი) – 5-დან 30 მილიონამდე (პლუს 25 მლნ)