2020-21 წლების ყველა ჩემპიონი #1TVSPORT
2020-21 წლების ყველა ჩემპიონი #1TVSPORT

2020-21 წლების სეზონი პრაქტიკულად დასრულდა და ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატების გამარჯვებულთა სია ცნობილია:

 

ესპანეთი – „ატლეტიკო“

ჩემპიონატის მსვლელობისას, „ატლეტიკოს“ უპირატესობა 11 ქულას აღწევდა, მაგრამ კრიზისმა კინაღამ უტიტულოდ დატოვა დიეგო სიმეონეს გუნდი.

 

ინგლისი – „მანჩესტერ სიტი“

შობაზე პეპ გვარდიოლას გუნდი რვა ქულით აგებდა „ლივერპულთან“. 15-მატჩიანმა მოგებების სერიამ „სიტის“ ტიტული მოუტანა, რომელიც მეცხრეა გვარდიოლასთვის 12-წლიან კარიერაში.

 

გერმანია – „ბაიერნი“

„ბაიერნმა“ ბუნდესლიგა ზედიზედ მეცხრედ მოიგო.

 

იტალია – „ინტერი“

ანტონიო კონტეს გუნდმა დაასრულა „იუვენტუსის“ ჰეგემონია. მილანური კლუბისთვის ეს პირველი ჩემპიონობაა 2010 წლის შემდეგ.

 

საფრანგეთი – „ლილი“

მოულოდნელმა ჩემპიონმა ბოლო 10 წელიწადში პირველი და ჯამში მეოთხე ჩემპიონობა მოიპოვა.

 

პორტუგალია – „სპორტინგი“

ლისაბონელებმა პირველი ჩემპიონობა მოიგეს 2002 წლის შემდეგ. „სპორტინგი“ მატჩის წაუგებლად მიდიოდა ტიტულისკენ, მაგრამ ბოლოს „ბენფიკასთან“ დამარცხა – 3:4.

 

რუსეთი – „ზენიტი“

„ზენიტმა“ ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა. რუსეთში ასეთი სერია 20 წელია არც ერთ გუნდს არ ჰქონია.

 

ბელგია – „ბრიუგე“

„ბრიუგემ“ დაიცვა შარშანდელი ტიტული.

 

უკრაინა – „დინამო“ კიევი

მირჩა ლუჩესკუს გუნდმა შეწყვიტა „შახტარის“ დომინირება, რომელიც ოთხი წელი გრძელდებოდა. რუმინელმა მწვრთნელმა პირველივე ცდაზე წაართვა ტიტული თავის ყოფილ კლუბს.

 

ნიდერლანდები – „აიაქსი“

ამსტერდამელებმა დუბლი შეასრულეს. 35-ედ გაჩემპიონება სარეკორდოა ნიდერლანდებში.

 

თურქეთი – „ბეშიქთაში’

ჩემპიონობისთვის სამი გრანდი იბრძოდა და, საბოლოოდ, „ფენერბაჰჩესა“ და „გალათასარაის“ „ბეშიქთაშმა“ აჯობა.

 

ავსტრია – „ზალცბურგი“

ბოლოს „ზალცბურგმა“ ჩემპიონატი 2011 წელს ვერ მოიგო.

 

დანია„ბრონდბიუ“

2005 წლის შემდეგ პირველად, დანიის ჩემპიონი „ბრონდბიუ“ გახდა. ამ საუკუნეში ეს მხოლოდ მესამე ჩემპიონობაა.

 

შოტლანდია – „რეინჯერსი“

სტივენ ჯერარდმა ბოლო 10 წელიწადში პირველად მიიყვანა „რეინჯერსი“ ჩემპიონობამდე. ეს ამ გუნდის 55-ე ტიტულია.

 

ჩეხეთი – „სლავია“

ეს კლუბისთვის მეშვიდე ტიტულია ჩეხეთში (ზედიზედ მესამე). უფრო მეტი მხოლოდ „სპარტას“ აქვს – 12.

 

კვიპროსი – „ომონია“

ნიქოზიურმა კლუბმა 21-ე ტიტული მოიგო, თუმცა, ეს არის პირველი ჩემპიონობა 2010 წლის შემდეგ.

 

შვეიცარია – „იანგ ბოიზი“

კლუბმა ბერნიდან ზედიზედ მეოთხე და ჯამში მე-15 გამარჯვება მოიპოვა. „იანგ ბოიზმა“ უახლოეს მდევარს 25 ქულით გაუსწრო.

 

საბერძნეთი – „ოლიმპიაკოსი“

ფინიშამდე შვიდი ტურით ადრე, „ოლიმპიაკოსი“, ტრადიციულად, მიუღწეველი აღმოჩნდა. ეს იყო სარეკორდო 46-ე ტიტული. დანარჩენ ბერძნულ კლუბებს ჯამში 39 ჩემპიონობა აქვთ. 1997 წლიდან მოყოლებული, „ოლიმპიაკოსი“ მხოლოდ ოთხჯერ ვერ გახდა ჩემპიონი.

 

სერბეთი – „ცრვენა ზვეზდა“

დეიან სტანკოვიჩის გუნდი ზედიზედ მეოთხედ გახდა სერბეთის ჩემპიონი. სტანკოვიჩისთვის ეს მეორე სამწვრთნელო ტიტულია.

 

ხორვატია – „დინამო“ ზაგრები

დინამოელებმა ზედიზედ მეოთხე და ჯამში 22-ე ტიტული ფინიშამდე სამი ტურით ადრე გაინაღდეს.

 

აზერბაიჯანი – „ნეფთჩი“

ყველაფერი გადაწყდა „ოქროს მატჩში“. „ნეფთჩიმ“ „ყარაბახს“ 90-ე წუთზე გაუტანა და შეწყვიტა მეტოქის საჩემპიონო სერია, რომელიც 2014 წლიდან გრძელდებოდა.

 

ბულგარეთი – „ლუდოგორეცი“

„ლუდოგორეცი“ ბულგარეთის უმაღლეს დივიზიონში 2011 წელს გადავიდა და მას შემდეგ, არავის უშვებს ახლოს ტიტულთან.

 

რუმინეთი – „ჩფრ კლუჟი“

„კლუჟმა“ ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ჩემპიონობა, ჯამში კლუბისთვის ეს მეშვიდე ტიტულია. ყველა ეს მოგება 2008 წლის შემდეგ ფიქსირდება, არადა, გუნდი 114 წლისაა.

 

პოლონეთი – „ლეგია“

ვარშავულმა კლუბმა მეთხუთმეტედ მოიპოვა ჩემპიონობა, რაც ქვეყნის რეკორდია. მანამდე, „ლეგია“ ლიდერობას იყოფდა „გურნიკთან“ და „რუხთან“ (14-14 ტიტული).

 

სლოვაკეთი – „სლოვანი“

ბრატისლავურმა გუნდმა ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა. გარდა ამისა, ზედიზედ მეორედ აიღო ქვეყნის თასი.

 

სლოვენია – „მურა“

ბოლო ტურის წინ, „მარიბორი“ სამი ქულით უსწრებდა „მურას“. სეზონი მათი ურთიერთშეხვედრით სრულდებოდა და „მურამ“ გასვლაზე 3:1  მოიგო! ეს პირველი ტიტულია კლუბისთვის.

 

უნგრეთი – „ფერენცვაროში“

სერგეი რებროვმა ზედიზედ მესამედ მიიყვანა ჩემპიონობამდე „ფერენცვაროში“. ბუდაპეშტურმა კლუბმა ლიგაში 32-ედ გაიმარჯვა.

 

მაკედონია – „შკენდია“

კლუბმა ჩემპიონატში გაიმარჯვა მესამედ ბოლო ოთხ წელიწადში. მისი ყველა წარმატება XXI საუკუნეზე მოდის.

 

მოლდოვა – „შერიფი“

ტირასპოლური გუნდი აგრძელებს ბატონობას ადგილობრივ ფეხბურთში: ფინიშამდე ოთხი ტურით ადრე, გუნდმა მე-19 ტიტულო მოიგო.

 

მალტა – „ჰამრუნი“

„ჰამრუნ სპარტანსი“ შვიდგზის ჩემპიონი გახდა, თუმცა წინა ტიტულიდან 30 წელი გავიდა.

 

უელსი – „ქონეჰს ქუეი“

გუნდი, რომელმაც შეწყვიტა „ნიუ სეინტსის“ ჰეგემონია, რომელიც რვა წელი გრძელდებოდა.

 

გიბრალტარი – „ლინკოლნ რედ იმპსი“

ბოლო 20 წელიწადში ამ გუნდმა მხოლოდ ორჯერ ვერ მოიგო ჩემპიონატი. ჯამში მის ანგარიშზეა 25 ტიტული, მათ შორის ზედიზედ 14 ჩემპიონობა 2003-16 წლებში.

 

მონტენეგრო – „ბუდუჩნისტი“

მეორე ადგილზე გასულ გუნდთან სხვაობამ 25 ქულა შეადგენა. დედაქალაქურმა გუნდმა ზედიზედ მეორედ და ჯამში მეხუთედ მოიგო ტიტული.

 

კოსოვო – „პრიშტინა“

დედაქალაქურმა კლუბმა მეთერთმეტედ მოიგო ჩემპიონატი. ის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია ქვეყანაში, მაგრამ 2013 წლიდან ვერ იმარჯვებდა.

 

ანდორა – „ინტერი“

შავ-ლურჯებმა მხოლოდ იტალიაში არ მოიგეს ტიტული. ანდორას „ინტერი“ ზედიზედ მეორედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.