საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება.

კიშინეუში დაგეგმილ შეჯიბრებაში, მასპინძელი მოლდოვისა და საქართველოს გარდა, კიდევ ექვსი ქვეყნის მედიანაკრები ითამაშებს: აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი, გერმანია, რუმინეთი და პოლონეთი.

საქართველოს ნაკრები მოლდოვაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: გეგი კიკაბიძე (Nomad Sports), გიორგი გურაბანიძე (Nomad Sports), კოტე მიგინეიშვილი (პირველი არხი), ნიკა კბილაძე („კვირის პალიტრა“), გიორგი კორძაძე (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია), ირაკლი სიხარულიძე (Nomad Sports), ზურა მაკარაძე („კრისტალსპორტი“), მიხეილ აბაიშვილი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია), გიორგი თოთლაძე (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია), დავით მიგინეიშვილი (რაგბი ტვ).

მედიატურნირი, წლებია, ტარდება და საქართველოს ნაკრები მისი ტრადიციული მონაწილეა. გასულ წელს გათამაშება თბილისში, „ინტერი საქართველოს“ აკადემიაში გაიმართა.