„ფროზინონედან“ კვერნაძის გამოსასყიდი თანხა ოთხი მილიონი ევროა – მას „რომა“ ზაფხულიდან აკვირდება #1TVSPORT

01:17, 05.11.2026

„გაძეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტი ლორენცო კანიკიო „ფროზინონეს“ ქართველ ფორვარდზე, გიორგი ლვერნაძეზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

„თავდამსხმელ გიორგი კვერნაძის გამოსასყიდი თანხა ოთხი მილიონი ევროა. ამ პუნქტის ამოქმედება ზაფხულშია შესაძლებელი, ამას ემატება აგენტის წილიც, რომელიც საკმაოდ სოლიდურია. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2028 წლამდეა ძალაში. „რომა“ მას გასული ზაფხულიდან აკვირდება“.

ამასთან დაკავშირებით Napoli Network-ის ჟურნალისტი გვიდო ოლივარესი წერს: „კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი პუნქტის გათვალისწინებით, კვერნაძე მიმზიდველი ხდება არა მხოლოდ იტალიური, არამედ სხვა ევროპული კლუბებისთვისაც. „ფროზინონეს“ მასთან კონტრაქტის გასაახლებლად უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება. საკითხავია, აქვს კი კლუბს ამის რესურსი?“

RomaSpace.eu კი „რომას“ ინტერესზე წერს: „„რომა“, დიდი ხანია, გიორგი კვერნაძეს ყურადღებით აკვირდება. თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა ოთხი მილიონი ევროა, რომლის ამოქმედებაც ზაფხულშია შესაძლებელი, ხოლო მისი კონტრაქტი 2028 წლამდე მოქმედებს“.

მსგავსი