„დინამო თბილისმა“ „კოპენჰაგენი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პლეიოფის ფინალში „ფიორენტინას“ შეხვდება #1TVSPORT

20:08, 04.11.2026

„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდმა „კოპენჰაგენის“ ბარიერი დაძლია და ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ფინალში ითამაშებს.

თბილისში გამართული შეხვედრა დინამოელებმა 3:0 მოიგეს და ერთი შეხედვით, სოლიდური უპირატესობაც ჰქონდათ, მაგრამ დანიაში გამართული საპასუხო შეხვედრა „კოპენჰაგენმა“ ასევე 3:0 მოიგო და საერთოდ ჯამში ანგარიში გაათანაბრა.

დანიელები პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ, მსაჯმა 44-ე წუთზე „დინამოს“ მოთამაშე ანდრია ნიჟარაძე გააძევა და თბილისელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. „კოპენჰაგენმა“ 71-ე წუთზე მესამე ბურთიც გაიტანა.

გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „დინამომ“ უკეთ შეასრულა (5:4) და პლეიოფის ფინალში გავიდა, სადაც იტალიურ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

თბილისელები იტალიელებს 25 ნოემბერს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებენ, ხოლო 9 დეკემბერს იტალიაში დაუპირისპირდებიან.

მსგავსი