2020-21 წლების ერთა ლიგის დივიზიონების შემადგენლობები
2020-21 წლების ერთა ლიგის დივიზიონების შემადგენლობები

დასრულდა ერთა ლიგის 2018-19 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპი და ცნობილი გახდა 2020-21 წლების ტურნირზე დივიზიონების შემადგენლობა.

A ლიგას ტოვებენ გერმანიის, ისლანდიის, პოლონეთისა და ხორვატიის ნაკრებები. მომდევნო გათამაშებაში ისინი B ლიგაში გამოვლენ. თავის მხრივ, B-დან A-ში გადავლენ: უკრაინა, შვედეთი, ბოსნია და დანია.
C ლიგაში ეშვებიან სლოვაკეთის, თურქეთის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის ნაკრებები. მათ B ლიგაში ჩაანაცვლებენ: შოტლანდია, ფინეთი, ნორვეგია და სერბეთი.
C ლიგიდან D-ში ჩავლენ კვიპროსის, ესტონეთის, სლოვენიისა და ლიტვის ნაკრებები. საპირისპირო მიმართულებით მიემგზავრებიან: საქართველო, ბელარუსი, კოსოვო და მაკედონია.
ერთა ლიგის რიგით მეორე ტურნირზე, ევროპის ჩემპიონატის საგზურები არ გათამაშდება. არსებობს ალბათობა, რომ გამარჯვებულს მსოფლიოს 2022 წლის ფინალური ტურნირის საგზურს მიანიჭებენ.
ასე რომ, 2020-21 წლების ერთა ლიგის დივიზიონების შემადგენლობები ასე გამოიყურება:

A ლიგა – ჰოლანდია, შვეიცარია, პორტუგალია, ინგლისი, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ესპანეთი, უკრაინა, შვედეთი, ბოსნია, დანია;

B ლიგა – გერმანია, ისლანდია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, რუსეთი, ავსტრია, უელსი, შოტლანდია, ფინეთი, ნორვეგია, სერბეთი;

C ლიგა – სლოვაკეთი, თურქეთი, ჩრ. ირლანდია, ირლანდია, ისრაელი, ალბანეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მონტენეგრო, საქართველო, ბელარუსი, კოსოვო, მაკედონია;

D ლიგა – კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიტვა, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ლატვია, მოლდოვა, ფარერის კუნძულები, გიბრალტარი, ანდორა, სან მარინო, მალტა, ლიხტენშტაინი.