2019 წელს, ჩოგბურთში 32 ტურნირი 32-მა სხვადასხვა ჩოგბურთელმა მოიგო
2019 წელს, ჩოგბურთში 32 ტურნირი 32-მა სხვადასხვა ჩოგბურთელმა მოიგო

კვირას, ინდიან უელსში დასრულდა ტურნირი მამაკაცებსა და ქალებს შორის. ჩემპიონები გახდნენ ავსტრიელი დომინიკ ტიმი და კანადელი ბიანკა ანდრეესკუ.

წლევანდელ სეზონში უკვე გაიმართა 32 ტურნირი – 19 კაცებში და 13 ქალებში. ეს ტურნირები 32-მა სხვადასხვა ჩოგბურთელმა მოიგო. ამ სერიის შეწყვეტა შეეძლო როჯერ ფედერერს, მაგრამ მან წააგო ინდიან უელსის „მასტერსი“ ტიმთან, რომელმაც კარიერაში „მასტერსის“ სერიის პირველი ტურნირი მოიგო.

2019 წლის ჩემპიონები

კაცები

ბრისბენი (ATP250) – ნიშიკორი
დოჰა (ATP250) – ბაუტისტა აგუტი
პუნა (ATP250) – ანდერსონი
ოკლენდი (ATP250) – სანდგრენი
სიდნეი (ATP250) – დე მინორი
ავსტრალია (დიდი სლემი) – ჯოკოვიჩი
მონპელიე (ATP250) – ცონგა
კორდოვა (ATP250) – ლონდერო
სოფია (ATP250) – მედვედევი
როტერდამი (ATP250) – მონფილსი
ბუენოს აირესი (ATP250) – ჩეკინატო
ნიუ იორკი (ATP250) – ოპელკა
რიო-დე-ჟანეირო (ATP250) – ჯერე
ბელრეი ბიჩი (ATP250) – ალბოტი
მარსელი (ATP250) – ციციპასი
აკაპულკო (ATP500) – კირგიოსი
დუბაი (ATP500) – ფედერერი
სან პაულუ (ATP250) – პეია
ინდიან უელსი (ATP1000) – ტიმი

ქალები

შენჟენი (International) – საბალენკა
ბისბენი (Premier) – კარ. პლიშკოვა
ოკლენდი (International) – გორგესი
სიდნეი (Premier) – კვიტოვა
ჰობარტი (International) – კენინი
ავსტრალია (დიდი სლემი) – ოსაკა
სანკტ-პეტერბურგი (Premier) – ბერტენსი
ჰუაჰინი (International) – იასტრემსკაია
დოჰა (Premier) – მერტენსი
დუბაი (Premier 5) – ბენჩიჩი
ბუდაპეშტი (International) – ვან უიტვანკი
აკაპულკო (International) – ვანგი
ინდიან უელსი (Premier Mandatory) – ანდრეესკუ