2018 წლის მონაცემებით, ემიგრანტების რაოდენობა 98,935-ს შეადგენს
2018 წლის მონაცემებით, ემიგრანტების რაოდენობა 98,935-ს შეადგენს

2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობა 98,935 ადამიანს შეადგენს, რაც 2017 წელთან შედარებით 13,484 ადამიანით მეტია. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 85,451 იყო.

გარე მიგრაციის მაჩვენებლები 2018 წლის მდგომარეობით სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

ამასთან, ემიგრანტების საერთო რაოდენობიდან (98,935) საქართველოს მოქალაქე 76,367 ადამიანია.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის მაჩვენებლით ყველაზე მეტი – 14 222 ემიგრანტი 25-29 წლის ასაკისაა. რაც შეეხება სქესის მიხედვით მიგრაციას, 2018 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ 56 116 მამაკაცი, ხოლო 42 819 ქალი იყო წასული.

როგორც საქართველოს პირველ არხს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, დათვლის მეთოდოლოგიის თანახმად, ემიგრანტებად მიიჩნევიან პირები, რომლებიც სულ მცირე, 6 თვე ცხოვრობდნენ საქართველოში და გადაკვეთეს საზღვარი და ასევე სულ მცირე, 6 თვე ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ.