2018 წელს გერმანიამ მატჩების მხოლოდ 31 პროცენტი მოიგო, გიბრალტარმა – 43

10:17, 23.11.2018

გერმანიის ნაკრებისთვის საშინელი 2018 წელი საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებშიც აისახა.

ბუნდესნაკრებმა წელს მატჩების მხოლოდ 31% მოიგო. შედარებისთვის, გიბრალტარის ნაკრებისთვის 2018 წელს ანალოგიური მაჩვენებელი – 43% იყო.
გერმანიის ნაკრებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

ერთა ლიგაზეც ლიოვის გუნდი ქვეჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და B ლიგაში დაქვეითდა – ოთხ მატჩში გერმანიამ მხოლოდ ორი ქულა აიღო.

მსგავსი