2018 წელს გერმანიამ მატჩების მხოლოდ 31 პროცენტი მოიგო, გიბრალტარმა - 43
გერმანიის ნაკრებისთვის საშინელი 2018 წელი საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებშიც აისახა.
ბუნდესნაკრებმა წელს მატჩების მხოლოდ 31% მოიგო. შედარებისთვის, გიბრალტარის ნაკრებისთვის 2018 წელს ანალოგიური მაჩვენებელი – 43% იყო.
გერმანიის ნაკრებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
ერთა ლიგაზეც ლიოვის გუნდი ქვეჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და B ლიგაში დაქვეითდა – ოთხ მატჩში გერმანიამ მხოლოდ ორი ქულა აიღო.