„მანჩესტერ სიტის“ და გერმანიის ნაკრების შემტევი ლეროი სანე ერთადერთი ფეხბურთელია 2018-19 წლების სეზონში, ვინც შეძლო დრიბლინგით „ლივერპულის“ ცენტრალური მცველის, ვირჯილ ვან დეიკის გავლა.
სანემ ჰოლანდიელი მოატყუა 2018 წლის 19 ნოემბერს, როცა ჰოლანდიისა და გერმანიის ნაკრებები ერთა ლიგის მატჩში ხვდებოდნენ ერთმანეთს. თამაში ფრედ 2:2 დასრულდა.
გასულ სეზონში ვან დეიკმა პრემიერლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და სანაკრებო დონეზე 56 მატჩი ჩაატარა. „ლივერპულთან“ ერთად მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მეორე ადგილზე გავიდა პრემიერლიგაში და მიაღწია ერთა ლიგის ფინალს.