25 ოქტომბერს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველები ერთმანეთს მეექვსედ დაუპირისპირდნენ – სანდრ მამუკელაშვილის „მილუოკი“ გოგა ბითაძის „ინდიანას“ ესტუმრა… ეს იყო NBA-ს ისტორიაში მეექვსე ქართული დაპირისპირება.
ვლადიმერ სტეფანია NBA-ში 1998 წელს გადავიდა და მას მერე ჯაჭვი არ გაწყვეტილა – დღეს იქ ორი ქართველია გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. მანამდე NBA-ის პარკეტებზე ერთმანეთში ნიკა ცქიტიშვილი, ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია თამაშობდნენ.
ქართული დუელი პირველად 2003 წლის 8 იანვარს შედგა, როცა ნიკა ცქიტიშვილის „დენვერმა“ ვლადიმერ სტეფანიას „მაიამის“ უმასპინძლა. პირველმა 11 წუთი ითამაშა, მეორემ – 19. ორივემ 4-4 ქულა ჩააგდო.
ბოლო ქართული შეხვედრა (ჯერჯერობით) 2021 წლის 25 ოქტომბერზე მოდის, როცა გოგა ბითაძის „ინდიანამ“ სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკის“ უმასპინძლა. მწვრთნელებმა ორივე ქართველი პირველ პერიოდში გამიყვანეს და ერთმანეთის მეურვეობა უწევდათ. მატჩის შემდეგ სანდრო და გოგა ერთმანეთს ისე გადაეხვივნენ, როგორც ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია 2014 წელს.
სხვათა შორის, ზაზასა და თორნიკეს ამერიკულ დუელს საინტერესო წინაისტორია აქვს:
2013 წლის 12 იანვარს ზაზა ფაჩულიამ თავის ფეისბუქზე დაწერა: ატლანტაში მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრი, თორნიკე შენგელია ჩამოდის. მის „ბრუკლინს“ ვმასპინძლობთო. 13 იანვარს ზაზამ NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, კინაღამ სამმაგი დუბლით გამოირჩა (13 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი) და „ატლანტას“ „ბრუკლინთან“ გაამარჯვებინა. მწვრთნელმა შენგელია არ ათამაშა. ამ გუნდების მეორე მატჩშიც იგივე განმეორდა – ზაზა მოედანზე იყო, თოკო სათადარიგოთა შორის. „ბრუკლინი“ და „ატლანტა“ მას მერე კიდევ ორჯერ შეეჭიდნენ (ჯამში 2:2), მაგრამ ბედის ირონიით ფაჩულიამ და შენგელიამ როლები გაცვალეს: თორნიკემ ითამაშა, ზაზას აქილევსის მყესი აწუხებდა და ქართული დუელი კიდევ ერთხელ გადაიდო.
ბოლოსდაბოლოს, ფაჩულია და შენგელია მოედანზე ერთმანეთს 2014 წელს შეხვდნენ – მწვრთნელმა თორნიკე მატჩის ბოლო წუთებზე ჩართო თამაშში და საფინალო სირენასთან ერთად ქართული კალათბურთისთვის ისტორიული ფოტოც დაფიქსირდა.
2002-03
8 იანვარი
დენვერი-მაიამი 86:76
ნიკა ცქიტიშვილი (დენვერი): 11 წუთი, 4 ქულა, 2 მოხსნა.
ვლადიმერ სტეფანია (მაიამი): 19 წუთი, 4 ქულა, 5 მოხსნა.
8 მარტი
მაიამი-დენვერი 98:92
ნიკა ცქიტიშვილი (დენვერი): 19 წუთი, 4 ქულა, 3 მოხსნა.
ვლადიმერ სტეფანია (მაიამი): 17 წუთი, 4 ქულა, 6 მოხსნა.
2003-04
2 იანვარი
პორტლენდი-დენვერი 96:106
ნიკა ცქიტიშვილს არ უთამაშია.
ვლადიმერ სტეფანია (მაიამი): 3 წუთი, 2 ქულა.
2 თებერვალი
დენვერი-პორტლენდი 116:97
ნიკა ცქიტიშვილი (დენვერი): 6 წუთი, 2 ქულა, 3 მოხსნა.
ვლადიმერ სტეფანია (მაიამი): 4 წუთი, 1 ქულა.
12 თებერვალი
პორტლენდი-დენვერი 98:107
ნიკა ცქიტიშვილს არ უთამაშია.
ვლადიმერ სტეფანიას არ უთამაშია.
2 მარტი
ორლანდო-პორტლენდი 94:91
ზაზა ფაჩულიას (ორლანდო) არ უთამაშია.
ვლადიმერ სტეფანიას არ უთამაშია.
14 ნოემბერი
დენვერი-ორლანდო 106:101
ნიკა ცქიტიშვილი (დენვერი): 5 წუთი, 2 ქულა.
ზაზა ფაჩულია (ორლანდო): 13 წუთი, 2 ქულა, 5 მოხსნა.
20 თებერვალი
ორლანდო-დენვერი 102:98
ნიკა ცქიტიშვილს არ უთამაშია.
ზაზა ფაჩულია (ორლანდო): 19 წუთი, 2 ქულა, 4 მოხსნა.
2004-05
28 იანვარი
მილუოკი-დენვერი 100:106
ზაზა ფაჩულია (მილუოკი): 12 წუთი, 4 ქულა, 2 მოხსნა.
ნიკა ცქიტიშვილს არ უთამაშია.
25 მარტი
გოლდენ სტეიტი-მილუოკი 118:117
ზაზა ფაჩულია (მილუოკი): 30 წუთი, 13 ქულა, 9 მოხსნა.
ნიკა ცქიტიშვილს (გლდენ სტეიტი) არ უთამაშია.
30 მარტი
მილუოკი-გოლდენ სტეიტი 109:113
ზაზა ფაჩულია (მილუოკი): 27 წუთი, 15 ქულა, 5 მოხსნა.
ნიკა ცქიტიშვილს არ უთამაშია.
2005-06
27 იანვარი
ატლანტა-ფინიქსი 106:110
ზაზა ფაჩულია (ატლანტა): 15 წუთი, 4 ქულა, 6 მოხსნა.
ნიკა ცქიტიშვილს (ფინიქსი) არ უთამაშია.
2012-13
16 იანვარი
ატლანტა-ბრუკლინი 109:95
ზაზა ფაჩულია (ატლანტა): 39 წუთი, 13 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი.
თორნიკე შენგელიას (ბრუკლინი) არ უთამაშია.
18 იანვარი
ბრუკლინი-ატლანტა 94:89
ზაზა ფაჩულია (ატლანტა): 25 წუთი, 4 ქულა, 6 მოხსნა.
თორნიკე შენგელიას არ უთამაშია.
9 მარტი
ატლანტა-ბრუკლინი 80:93
ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია.
თორნიკე შენგელია (ბრუკლინი): 3 წუთი.
17 მარტი
ბრუკლინი-ატლანტა 93:105
ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია.
თორნიკე შენგელია (ბრუკლინი): 2 წუთი.
2013-14
7 დეკემბერი
მილუოკი-ბრუკლინი 82:90
ზაზა ფაჩულიას (მილუოკი) არ უთამაშია.
თორნიკე შენგელიას (ბრუკლინი) არ უთამაშია.
27 დეკემბერი
ბრუკლინი-მილუოკი 104:93
ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია.
თორნიკე შენგელია (ბრუკლინი): 1 წუთი.
4 აპრილი
ჩიკაგო-მილუოკი 102:90
ზაზა ფაჩულია (მილუოკი): 40 წუთი, 13 ქულა, 9 მოხსნა.
თორნიკე შენგელია (ჩიკაგო): 1 წუთი, 1 ჩაჭრა.
2021-22
25 ოქტომბერი
ინდიანა-მილუოკი 109:119
გოგა ბითაძე (ინდიანა): 18 წუთი, 7 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა.
სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი): 10 წუთი, 2 ქულა, 3 მოხსნა.