20-წლამდელ მორაგბეთა სამწვრთნელო შტაბმა არგენტინასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
20-წლამდელ მორაგბეთა სამწვრთნელო შტაბმა არგენტინასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

29 ივნისს საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს არგენტინის ნაკრების წინაღმდეგ ჩაატარებს. ამ შეხვედრისთვის უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველო მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდა. იმ თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა.

ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა ნიკა ცირეკიძემ, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან ფრთაზე თამაშობდა და ლელოც გაიტანა. მის ნაცვლად ფრთაზე ლუკა ხორბალაძე ითამაშებს, ვაჟა მიქაძე კი სათადარიგოთა შორის იქნება. კვლავ ძირითადში ითამაშებენ დავით ხუროშვილი, პეტრე ხუციშვილი, გიორგი შველიძე, თორნიკე კახოიძე და შალვა აფციაური.

შერკინების პირველ ხაზში ძირითადში დაწინაურდნენ კვაჭი ნიკა ბაბუნაშვილი და ბურჯი ირაკლი აფციაური. მეორე ბურჯად თამაშს კვლავ გიორგი მამაიაშვილი იწყებს. მეორე ხაზში გიორგი გერგედავა გურამ ღანიაშვილს შეუწყვილდება. უცვლელია მესამე ხაზი – რატი ზაზაძე, ლაშა ციხისთავი და ნიკა ლომიძე.

არგენტინამ პირველ ტურში იტალიას ბონუსით, 43:15 მოუგო და C ჯგუფს ხუთი ქულით ლიდერობს, სამხრეთ აფრიკას ოთხი ქულა აქვს, საქართველო და იტალია კი ჯერჯერობით უქულოდ არიან.

საქართველოსა და არგენტინის მატჩი სტელენბოშში, „დენი ქრეივენ სთედიუმზე“ 18:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია