20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გოგონათა შორის ელენე წოწონავამ, ხოლო ვაჟებში ლუკა ლიჩელმა მოიგო
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
გოგონათა შორის სენსაციური გამარჯვება მოიპოვა 13 წლის ელენე წოწონავამ, რომელიც ფოთის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია. ელენე წოწონავას მწვრთნელები გოჩა ჩაჩუა და დავით კოდუა არიან.
ჭაბუკთა შორის ჩემპიონი ასევე რეგიონის წარმომადგენელი ლუკა ლიჩელია. ის გორში საერთაშორისო დიდოსტატ დავით მაღალაშვილთან მეცადინეობს.