20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრა
20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულ სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენებას მოითხოვდნენ.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას ბრალდებულთა ახლობლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ აქციის სამ მონაწილეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს მისცა პასუხისგებაში და ბრალი წარუდგინა. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ლევან ჯიქურს, დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ღუდუშაურის  კლინიკაში შეეფარდა.