20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულები ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრებიან
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულები ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრებიან

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი სასამართლო სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ.

როგორც ბრალდებულთა ადვოკატმა განაცხადა, დაკავებულები სასამართლოს პროტესტს უცხადებენ და პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულებმა ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა შიმშილობა 10 იანვარს დაიწყეს. შიმშილობა აქვს დაწყებული ასევე ვახტანგ იაშვილს. ადვოკატის თქმით, არ არის გამორიცხული გამორიცხული, მოშიმშილეებს ბესიკ თამლიანიც შეუერთდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულების ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ამჟამად მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მოწმეების სახით პოლიციელები დაიკითხებიან.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

დატოვე კომენტარი