20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულებმა ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა შიმშილობა დაიწყეს
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულებმა ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა შიმშილობა დაიწყეს

20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა შიმშილობა დაიწყეს.

როგორც ბრალდებულებმა სხდომაზე განაცხადეს, ისინი პატიმრობას უკანონოდ მიიჩნევენ და შიმშილობა პროტესტის ნიშნად დაიწყეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებზე ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. დღევანდელი სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით ის სამართალდამცველები დაიკითხა, რომლებიც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს პარლამენტთან იმყოფებოდნენ.

მომდევნო სხდომა 13 იანვარს, 10:30 საათზე ჩაინიშნა.

დატოვე კომენტარი