საქართველოს 19-წლლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი იაკობიძე საქართველოს პირველ არხთან იმ უცნობ ფაქტორებზე ილაპარაკა, რამაც გუნდის წარმატებაში გარკვეული როლი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა უნგრეთში გამართულ პირველ შესარჩევ ეტაპზე მასპინძელი უნგრეთი 4:2 დაამარცხა, ყაზახეთი – 3:1, ფავორიტი ხორვატია – 2:0 და ელიტ რაუნდში გავიდა.
თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელის თქმით (რომელმაც ტურნირზე 2 გოლი გაიტანა), ჩვენი ნაკრების წარმატებაში დიდი როლი ითამაშეს სწორედ ხორვატებმა თავიანთი აგდებული დამოკიდებულებით.
„ერთ-ერთი მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორი ხორვატების აგდებული დამოკიდებულება იყო. მსოფლიოს ვიცე – ჩემპიონი ნაკრების ქვეყანას წარმოადგენენ და ზემოდან გვიყურებენ. ამან ჩვენს გუნდის ფეხბურთელებზე იმოქმედა. თამაშამდე ზუკა დავითაშვილმა ბიჭებთან ისეთი ემოციებით ილაპარაკა, მაგრად დაგვმუხტა – ვითამაშოთ საქართველოსთვის, პირველობისთვის და რაც მთავარია იმისთვის, რომ ზემოდან არავინ შემოგვხედოს, გავიდეთ და მოედანზე ვაჩვენოთ, ვინ უფრო მაღლა დგასო. ზუკა ჩვენი გუნდის ნამდვილი ლიდერია და მისმა სიტყვებმა ბიჭებმზე ძალიან კარგად იმოქმედა“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი იაკობიძე.