19-წლამდელთა მარცხი შესარჩევ ციკლში - საქართველო აზერბაიჯანთან დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა აზერბაიჯანთან წააგო და ელიტ-რაუნდში გასვლა ძალიან გაირთულა.
თბილისში მიმდინარე 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მეორე ტურის ეს მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა – გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ვადამდე მოიპოვებდა ელიტ-რაუნდის საგზურს.
ამის რეალური შანსიც არსებობდა. საქართველო 45-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ დააწინაურა 1:0, მაგრამ 66-ე წუთზე მისი შეცდომით ტურალ ბაირამოვმა ანგარიში გაათანაბრა 1:1. სამ წუთში კი გამოსვლაზე უკვე მეკარე დემეტრე ბულისკერია შეცდა და ბურთი კარის წინ მყოფ ზახირ მარდანოვს მიუგორდა, რომელმაც სტუმრებს გამარჯვება მოუტანა 1:2.
ორი ტურის შემდგე ექვსი ქულით ისრაელი ლიდერობს, საქართველოს კი აზერბაიჯანთან ერთად სამი ქულა აქვს. ბოლო ტურში, 20 ნოემბერს, ჩვენი ნაკრები ისრაელს შეხვდება და ელიტ-რაუნდში გასასვლელად მხოლოდ მოგება გვჭირდება.