19-წლამდელმა გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა
19-წლამდელმა გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრო 2020-ისთვის ემზადება. ამ გეგმით იყო გათვალისწინებული აზერბაიჯანის 19-წლამდე ნაკრებთან ორი სპარინგი – პირველი ვარკეთილის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე ანასტასია ბოლქვაძემ გაიტანა.

​საქართველო 1:0 აზერბაიჯანი

გოლი: 1:0 ბოლქვაძე (11)

საქართველო: გაბელაია, რაუხი, ჯოჯუა (66. გურიელიძე), ქადაგიშვილი (49. გოცირიძე), კახნიაშვილი, წულაია (66. აკობიძე), დანელია, ბებია, ბოლქვაძე, მწყერაშვილი (29. მინაძე), ეჯიბია

​​საქართველოს და აზერბაიჯანის 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების მეორე ამხანაგური დაპირისპირება 29 იანვარს 14:00 საათზე კვლავ ვარკეთილის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გაიმართება.

​2020 წელს, 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე, საქართველო 19-წლამდე გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ჩვენი გოგონათა ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.