19-წლამდე გოგონათა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდი წაგებით დაიწყო – გუნდი პირველ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდა და 0:5 წააგო.
„მიხეილ მესხი 2“-ზე ჩატარებული შეხვედრის გმირი სტუმართა თავდამსხმელი რეიჩელ მაკინტაიერი გახდა, რომელმაც მე-15 წუთისთვის ჰეთთრიკის შესრულება მოახერხა. მეორე ნახევარში გოლები კარი-ქეისი ვეირიმ და რებეკა მანიმ გაიტანეს.
საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 6 აპრილს, ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.
WU19 | ჩრდ. ირლანდია – საქართველო 5:0
გოლები: 1:0 რეიჩელ მაკინტაიერი (2. ორლეია მაკგინესის პასით), 2:0 რეიჩელ მაკინტაიერი (8. აიმი კერის პასით), 3:0 რეიჩელ მაკინტაიერი (15), 4:0 ქეისი ვეირი (81. აიმი კერის პასით), 5:0 რებეკა მანი (86).