25 მაისს სიღნაღის ბაშო გაიმართება
25 მაისს სიღნაღის ბაშო გაიმართება

25 მაისს ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ქალაქ სიღნაღში 2019 წლის პირველი ბაშო გაიმართება. ტურნირის მიზანია ჩვენი სუმოისტების, ტოჩინოშინისა და გაგამარუს გამხნევება, ასევე საქართველოში სუმოს პოპულარიზაცია.

სიღნაღის ბაშოს საპრიზო ფონდია: I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი – 500 ლარი. ბაშოს გამარჯვებული ფულად პრიზთან ერთად ტოჩინოშინის იუკატას მიიღებს მისივე ხელმოწერით, რომელიც ტოჩინოშინმა სპეციალურად სიღნაღის ბაშოსთვის დააწესა.