1 მაისს რუსთავის ტექნიკური ცენტრის ბაზაზე საქართველოს ვაჟთა 18-წლამდე ასაკობრივი ნაკრები შეიკრიბება და გაცნობითი სახის საწვრთნელ შეკრებას გაივლის.
ეს ახალგაზრდული გუნდის ახალი ფორმაციაა, რომელსაც ლაშა ფირცხალაიშვილი უხელმძღვანელებს. სპეციალისტი ასაკობრივ სანაკრებო ჯგუფს მეორედ გაუძღვება.
აღნიშნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 2024 წლის შემოდგომაზე ითამაშებს.
U18 | შემადგენლობა:
მეკარეები: მათე საური, ლუკა ხელაშვილი („დინამო თბილისი“), საბა სამხარაძე („საბურთალო“).
მცველები: გიორგი მეფარიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, დავით ქელდიშვილი („დინამო თბილისი“), გიორგი ნიკოლაიშვილი, თენგიზ მამფორია („საბურთალო“).
ნახევარმცველები: რატი გრიგალავა, ლექსო ფეიქრიშვილი, ცოტნე ბერელიძე, ნიკოლოზ ტკალია, გიორგი გვასალია („დინამო თბილისი“), გიორგი გოგსაძე, დავით ინაიშვილი, საბა გეგუჩაძე („საბურთალო“), ბესო ოსიაშვილი („35-ე სკოლა“).
თავდამსხმელები: ავთანდილ მაშავა, საბა სამუშია, თემურ ოდიკაძე („დინამო თბილისი“), გიორგი ჩაჩუა, დანიელ ქვარცხავა („საბურთალო“), ალექსანდრე თურქია („ლოკომოტივი თბილისი“).