დავით ლორთქიფანიძე, რომელიც ახლა „პადოვას“ 19 წლამდელთა გუნდში თამაშობს, საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. ინფორმაცია, თავად ფეხბურთელმა, „საბურთალოს“ ვებ-გვერდთან დაადასტურა.
რამდენიმე ხანი ლორთქიფანიძე კოჭის მცირე ტრავმის გამო ვერ თამაშობდა. თუმცა ბოლო მატჩებში „პადოვას“ 19 წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში გამოჩნდა. ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონატის მატჩებში 90-90 წუთი ითამაშა.
დავით ლორთქიფანიძე იტალიაში 2015 წელს გადავიდა, მანამდე კი „საბურთალოში“, 2001 წელს დაბადებულთა გუნდში თამაშობდა.