გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობის შესწავლა გრძელდება
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობის შესწავლა გრძელდება

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობის შესწავლა გრძელდება. დღეს სამონასტრო კომპლექსში გელათის დროებითი კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძე გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებსა და მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად ჩავიდა.

სპეციალისტების განცხადებით, არქეოლოგიისა და გეოფიზიკის დარგის სპეციალისტები ტერიტორიას შეისწავლიან და შექმნიან საფუძველს, თანამდეროვე გეოფიზიკური მეთოდების გამოყენებით დაიწყოს გათხრები და სხვა საჭირო სამუშაოები.

„ივლისის შუა რიცხვებში ჩვენ გვექნება გაფართოებული შეხვედრა, სადაც იქნებიან როგორც საქართველოს სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენლები, ისე ჩვენი სამეცნიერო საბჭოს წევრები. ეს შეხვედრა ჩატარდება გელათში და მას შემდეგ ჩვენ გვექნება მოქმედების კიდევ უფრო დეტალური გეგმა. დღეს ჩვენთან ერთად არიან გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელი და ასევე მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი. ეს არის არქეოლოგიისა და გეოფიზიკის შერწყმა. პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურად. საუბარია არა მხოლოდ ფრესკების გადარჩენაზე, არამედ მთლიანად გელათის განვითარებაზე”, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.