„შუქურას“ კორპორაციულ დირექტორად დავით ლორთქიფანიძე იმუშავებს #1TVSPORT
„შუქურას“ კორპორაციულ დირექტორად დავით ლორთქიფანიძე იმუშავებს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის გუნდის, ქობულეთის „შუქურას“ კორპორაციულ დირექტორად დავით ლორთქიფანიძე დაინიშნა, რომელმაც ეს ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.

„მეორე წრის დაწყებამდე „შუქურას“ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, რასაც მწვრთნელებთან ერთად დავგეგმავთ. ორთვიან შესვენებას გუნდის გასაძლიერებლად გამოვიყენებთ – ახალწვეულებს შორის, შესაძლოა, ლეგიონერებიც იყვნენ. „შუქურასთან“ სამ ქულას ვერავინ დაგეგმავს, ადვილად დასაჩაგრი გუნდი არავისთვის ვართ. ამ განწყობას ჩემპიონატის მეორე ნახევარში კიდევ უფრო განვამტკიცებთ. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უახლოეს პერიოდში გუნდის ქობულეთში დაბრუნებაა, სადაც წელს ჯერ არ გვითამაშია“, – ამბობს დავით ლორთქიფანიძე.

ლორთქიფანიძე გასული საუკუნის 90-იან წლებში ვანის „სულორის“ ფეხბურთელი იყო, კარიერის დასრულების შემდეგ კი კლუბის პრეზიდენტი გახდა. იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი.

„შუქურას“ ადმინისტრაციაში სხვა ცვლილებებიცაა – გუნდის აღმასრულებელ დირექტორად – ნიკა ფირცხალაიშვილი, ხოლო ტექნიკური დირექტორად დავით ცაბაძე დაინიშნა, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ მედიაში მუშაობდა.