საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ იმ მოთამაშეთა სია გამოაცხადა, რომლებიც უახლოეს პერიოდში ბულგარეთთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე, ლუკა კუტალაძე (ორივე – დინამო თბ)
მცველები: ირაკლი იაკობიძე, სანდრო კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, ლაშა აწყურელი, გიორგი მელიქიშვილი, დავით სამსონია (ყველა – დინამო თბ), ვახტანგ ბოჭორიშვილი (ტორპედო)
ნახევარმცველები: შოთა ნონიკაშვილი, თორნიკე ასკურავა, ნიკა კოპალეიშვილი (სამივე – საბურთალო), ირაკლი აზაროვი, გიორგი მოისწრაფიშვილი (ორივე – დინამო თბ), ნიკა გაგნიძე (დილა), დავით ლორთქიფანიძე (პადოვა, იტალია), გივი მუკბანიანი (ტორპედო)
თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (იბერია 2010), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), როინ ოდიშელიძე (პერუჯა, იტალია)
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩებს სტუმრად 19 და 22 აპრილს გამართავს. გუნდი უკვე შეიკრიბა და ემზადება. მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძეს გუნდი ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჰყავს შეკრებილი.
ვინაიდან ახლა ფიფას კალენდრით გათვალისწინებული სანაკრებო პაუზა არ არის, მწვრთნელმა გადახალისებული შემადგენლობა შეარჩია და თავის გამოჩენის შანსი ნაკრების სხვა კანდიდატებს მისცა.