საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა – 2:0
საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე ფინეთის თანატოლთა ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ, გიორგი მიქაძის გუნდი მეტოქეს უტევდა და ბოლოსკენ მაინც გატეხა. 87-ე წუთზე ანგარიში პენალტით თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა თორნიკე მორჩილაძემ გახსნა, ბოლო, 90-ე წუთზე კი მეტოქის კარი „საბურთალოს“ ნახევარმცველმა დიმიტრი ფაჩულიამ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სასარგებლოდ.
საქართველო U18: ხარშილაძე, კვარაცხელია, ერაძე, ტეფნაძე, მამაცაშვილი, ბენდიანიშვილი, დევდარიანი, მორჩილაძე, ლომინაძე, ომარაშვილი, ზურაბიანი
შეცვლაზე შევიდნენ: მაისურაძე, ლატარია, მირზიკაშვილი, ხუციშვილი, ოსიყმაშვილი, ფაჩულია, კონიაშვილი
გუნდები მეორე ამხანაგურ მატჩს 19 ნოემბერს “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე ჩაატარებენ. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.