საქართველო - მაროკო | „ჯვაროსნების“ შემადგენლობა ცნობილია - დებიუტანტი გოჩოლეიშვილი ძირითადში იწყებს #1TVSPORT
საქართველო - მაროკო | „ჯვაროსნების“ შემადგენლობა ცნობილია - დებიუტანტი გოჩოლეიშვილი ძირითადში იწყებს #1TVSPORT

ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ამხანაგურ მატჩში, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მაროკოს ნაკრებს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ქალაქ შარჯას სტადიონზე დაუპირისპირდება.

ვილი სანილმა ნაკრების დებიუტანტი, „საბურთალოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარჯვენა ფლანგის მოთამაშე გიორგი გოჩოლეიშვილი პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

საქართველო – მამარდაშვილი – კვერკველია, კაშია, ლოჩოშვილი – აბურჯანია, კვეკვესკირი – გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი, წიტაიაშვილი – ვოლკოვი, დავითაშვილი.

ვილი სანიოლის გუნდი, ერთა ლიგაზე გამორჩეული გამოსვლის შემდეგ, საკმაოდ ძლიერ მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება და 11-მატჩიანი წაუგებელი სერიის გაგრძელებას შეეცდება.

საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა, ქალაქ შარჯაში, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.