გერმანიის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში „ლევერკუზენმა“ „შტუტგარტს“ უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა.
ბურთების წვიმაში ერთ-ერთი გოლის ავტორი „ლევერკუზენის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი, ფლორიან ვირცი იყო.
„შტუტგრატის“ კარში გატანილი ბურთით, ვირცი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ბუნდესლიგაში ხუთი გოლის ავტორია, – წერს სტატისტიკის შემსწავლელი პორტალი Opta.
ბუნდესლიგის ეს საპატიო რეკორდი ფლორიან ვირცმა ზუსტად 17 წლის, ცხრა თვისა და სამი დღის ასაკში დაამყარა.