17 წლის ფლორიან ვირცის რეკორდი ბუნდესლიგაში
17 წლის ფლორიან ვირცის რეკორდი ბუნდესლიგაში

გერმანიის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში „ლევერკუზენმა“ „შტუტგარტს“ უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა.

ბურთების წვიმაში ერთ-ერთი გოლის ავტორი „ლევერკუზენის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი, ფლორიან ვირცი იყო.

„შტუტგრატის“ კარში გატანილი ბურთით, ვირცი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ბუნდესლიგაში ხუთი გოლის ავტორია, – წერს სტატისტიკის შემსწავლელი პორტალი Opta.

ბუნდესლიგის ეს საპატიო რეკორდი ფლორიან ვირცმა ზუსტად 17 წლის, ცხრა თვისა და სამი დღის ასაკში დაამყარა.