17-წლამდელთა ლიგის ჩემპიონი „დინამო თბილისი 2“ გახდა #1TVSPORT
17-წლამდელთა ლიგის ჩემპიონი „დინამო თბილისი 2“ გახდა #1TVSPORT

მიხეილ მესხის სახელობის საქართველოს 17-წლამდელთა ოქროს ლიგაზე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა – 2022 წლის სეზონის გამარჯვებული „დინამო თბილისი 2“ გახდა და არა მთავარი გუნდი.

ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდა. ყველაფერი პარალელურად მიმდინარე ორ შეხვედრაში წყდებოდა. „დინამო თბილისის“ პირველმა გუნდმა ჩემპიონობისთვის მებრძოლ „საბურთალოს“ პირველ გუნდს 3:1 სძლია, ხოლო „დინამო თბილისი 2“-მა „საბურთალო 2“ 2:0 დაამარცხა.

შედეგად, პირველ ადგილზე „დინამო თბილისი 2“ გავიდა, მეორე ადგილი „საბურთალოს“ ერგო, ხოლო „დინამო თბილისის“ პირველმა გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

„დინამო თბილისი 2“-ისა და „საბურთალო 2“-ის მატჩი „ბენდელას“ სტადიონზე გაიმართა, სადაც შეხვედრის შემდეგ გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო თასი და ოქროს მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცა.