17-წლამდელის გოგონების ფრე აზერბაიჯანთან
17-წლამდელის გოგონების ფრე აზერბაიჯანთან

ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის თამაშებამდე საქართველოს 17-წლამდელ ქალთა ნაკრებმა შეკრება მოაწყო და აზერბაიჯანელ თანატოლებს შეხვდა.

ამხანაგური თამაში სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. მეორე ტაიმში სტუმართა კართან ქართველმა გოგონებმა ორი რეალური მომენტი შექმნეს, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა მარიამ რომანჩუკმა და ანასტასია ბოლქვაძემ გატანა ვერ მოახერხეს.

„ფრე ლოგიკური შედეგი იყო. პირველ ტაიმში ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რასაც ველოდით. სამაგიეროდ, მეორე ნახევარი გუნდმა ბევრად უკეთ ჩაატარა და გვაჩვენა ის, რასაც ჩვენ მათგან ვითხოვთ. ჯამში, კარგი სპარინგი გამოვიდა. ელიტ-რაუნდში გამგზავრებამდე ეს ცუდი არაა, რადგან გუნდს მეტი მოტივაცია ექენება და მოგებისთვის განეწყობიან“ – ამბობს საქართველოს 17-წლამდელ ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან ბაჯელიძე.

საქართველო U17- აზერბაიჯანი U17 0:0

საქართველოს U17: გაბელაია, ქადაგიშვილი, აკობიძე (51. გოცირიძე), რაუხი, გურიელიძე, დანელია, ეჯიბია, მწყერაშვილი (57. კახნიაშვილი), ბოლქვაძე, წულაია, წოწერია (66. რომანჩუკი).