17-წლამდელების დასკვნითი შეკრება - ჩიტაურმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 13 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დაიწყებს. მინიტურნირი, რომელსაც პორტუგალიის ქალაქები – მანგუალდე და ვიზეუ უმასპინძლებენ, 13-19 ნოემბერს გაიმართება.
გიორგი ჩიტაურმა გუნდი უკვე შეკრიბა და შესარჩევი ეტაპისთვის მზადება დაიწყო. გუნდი თბილისში ვარჯიშობს, პორტუგალიაში კი 10 ნოემბერს გაემგზავრება.
მეკარეები: დავით ასათიანი (ტორპედო), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია)
მცველები: საბა ხვადაგიანი, ლუკა სალუქვაძე, თორნიკე დუნდუა, დავით გოგოტიშვილი, გიორგი ჩხეტიანი, გიორგი უბილავა, სანდრო გაფრინდაშვილი (ყველა – დინამო თბ), ზურა ზოსიაშვილი, მიხეილ ავალიანი (ორივე – სფფ აკადემია)
ნახევარმცველები: ნიკოლოზ უგრეხელიძე, გიორგი აბუაშვილი, ლუკა გაგნიძე, ზაურ სიჭინავა (ყველა – დინამო თბ), გიზო მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, სანდრო ტატიშვილი (სამივე – სფფ აკადემია)
თავდამსხმელები: ნოდარ თუთაშვილი, თემურ თურაზაშვილი (ორივე – სფფ აკადემია), გიორგი გვიშიანი (საბურთალო)
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევ ციკლში შეხვედრებს შემდეგი თანმიმდევრობით გამართავს: ტურნირს გუნდი 13 ნოემბერს უკრაინასთან მატჩით დაიწყებს, 16-ში მასპინძელ პორტუგალიას შეხვდება, ხოლო 19-ში ალბანეთს დაუპირისპირდება.