17-წლამდელები უკრაინაში მიემგზავრებიან #1TVSPORT

00:48, 19.08.2021

საქართველოს 17-წლამდე ეროვნული გუნდი 24 აგვისტომდე შეკრებას თბილისში გაივლის, ხოლო 25 აგვისტოს კი უკრაინაში გაემგზავრება, სადაც ვიქტორ ბანიკოვის მემორიალურ ტურნირზე იასპარეზებს.

ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პირველი პრეზიდენტის, ვიქტორ ბანნიკოვის ხსოვნას ეძღვნება. XVII გათამაშება 26-30 აგვისტოს კიევის ახლოს ჩატარდება და მთავარი პრიზისთვის წელს რვა გუნდი იბრძოლებს,

საქართველოს ნაკრები ტურნირის „ბ” ჯგუფში, თურქეთის, სლოვაკეთისა და უზბეკეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

ჯგუფი ა

უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი, ბულგარეთი

ჯგუფი ბ

თურქეთი, უზბეკეთი, სლოვაკეთი, საქართველო

ჯგუფი „ბ” – თამაშების განრიგი

26 აგვისტო

თურქეთი – საქართველო

სლოვაკეთი – უზბეკეთი

27 აგვისტო

თურქეთი – სლოვაკეთი

უზბეკეთი – საქართველო

29 აგვისტო

უზბეკეთი – თურქეთი

საქართველო – სლოვაკეთი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17 წლამდე ახალგაზრდული ნაკრებისთვის, ტურნირი ევრო 2022 წლის შესარჩევი ეტაპის მომზადების ერთ-ერთი ეტაპია. ჩვენი გუნდი მე-4 ჯგუფში მოხვდა უნგრეთის (მასპინძლები), ისლანდიისა და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად. მატჩები 22-28 ოქტომბერს გაიმართება.

2021/22 წლების უეფა-ს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი სექტემბერში იწყება. მოგზაურობა ისრაელში დაიწყება მინი ტურნირით ამ შემოდგომაზე.

13 ჯგუფის საუკეთესო ორი გუნდი და მესამე ადგილზე გასული 4 საუკეთესო გუნდი (ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდის შედეგების მიხედვით) ელიტ რაუნდში გავა, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება. რეიტინგის პირველმა ორმა ეროვნულმა გუნდმა – ჰოლანდიამ და ესპანეთმა ამ ეტაპის საგზური ავტომატურად მიიღეს. ფინალური ეტაპი 16 მაისიდან 1 ივნისამდე ისრაელში გაიმართება.

მსგავსი