17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმაც ევროკვალიფიკაცია ნაადრევად და უგოლოდ დაასრულა #1TVSPORT
17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმაც ევროკვალიფიკაცია ნაადრევად და უგოლოდ დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრების შემდეგ, ევროშესარჩევი ციკლი 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმაც ნაადრევად დაასრულა.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები B ლიგის პირველ ჯგუფში სომხეთის, ბელარუსის და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდა. ჯგუფური ეტაპის მატჩებს ლუქსემბურგმა უმასპინძლა.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა წინა ტურის მატჩები ლუქსემბურგთან და სომხეთთან ერთნაირი ანგარიშით, 3:0 წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, სალომე ხუბულურის გუნდი ბელარუსის ნაკრებს შეხვდა და 0:9 დამარცხდა.

ბისენის „ტერან ბუსბერგი სტედიუმზე“ გამართულ მატჩში ბელარუსის გუნდი უპირატესობას პირველივე ტაიმში დაეუფლა და სამბურთიანი სხვაობით მოიგო, შესვენების შემდგე კიდევ 6 გოლი გაიტანა – ანა სინიავსკაიას ანგარიშზე 4 გოლია, დანარჩენი გაიტანეს ანასტასია კოვალევამ (2), ალიონა რაბროვამ, ანასტასია მაგერმა და სოფია კარაჩუნმა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა ისე დაასრულა, გოლი არ გაუტანა. პირველ ადგილზე ასპროცენტიანი მაჩვენებლით (9 ქულა) ბელარუსის ნაკრები გავიდა.