17 საუკეთესო დრიფტერი „საქართველოს მეფის“ ტიტულისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
17 საუკეთესო დრიფტერი „საქართველოს მეფის“ ტიტულისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

6 ივნისს, 13:00 საათიდან, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „დრიფტის მეფის“ ტიტულისთვის ბრძოლა დაიწყება.

17 საუკეთესო დრიფტერი 5 ივნისს, პრეკვალიფიკაციაზე, 34 მონაწილეს შორის  შეირჩა.

საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული „დრიფტის მეფის“ ტიტულს და 2021 წლის ჩემპიონატის მსოფლიო ფინალში მონაწილეობას დაიმსახურებს, რომელიც 29 ოქტომბერს, ეგვიპტეში გაიმართება.

Red Bull Car Park Drift-ს განსხვავებული ფორმატი აქვს. მონაწილეებს საკუთარი უნარებისა და მართვის ტექნიკის გამოსავლენად სხვადასხვა დავალების შესრულება უწევთ. მათთვის წინასწარ ცნობილია ელემენტები, თუმცა ტრეკის მონახაზი შესარჩევის დღემდე საიდუმლოდ რჩება.

საქართველოს შესარჩევში მონაწილეთა დრიფტერთა სია:

1.       მევლუდი მელაძე

2.       ვახტანგ ხურციძე

3.       დავით ნუცუბიძე

4.       ალექსანდრე ხეროდინაშვილი

5.       გიორგი კოდუა

6.       ჯაბა სოროზანიშვილი

7.       დაჩი თაქთაქიშვილი

8.       გუგა კირვალიძე

9.       ლაშა ბოსტაშვილი

10.    დავით შენგელია

11.    კობა ვეკუა

12.    ვახტანგ სალია

13.    ირაკლი შალიკაშვილი

14.    დავით მენთეშაშვილი

15.    საბა არობელიძე

16.    მახო შალვაშვილი

17.    თორნიკე რეხვიაშვილი

დრიფტის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სრულწლოვანი მოყვარული ან პროფესიონალი დრიფტერები.

Red Bull Car Park Drift პირველად საქართველოში 2019 წელს ჩატარდა. შესარჩევი გაიმართა იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე. დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა ვახტანგ ხურციძემ, რომელიც იმავე წელს მსოფლიო ფინალზე მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

2020 წელს საქართველოს შესარჩევი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა – გაიმარჯვა ნოდო კოდუამ, რომელმაც ქულათა უპირატესობით აჯობა თავის მასწავლებელ მევლუდ მელაძეს. მესამე ადგილი ერგო დავით ნუცუბიძეს.

ნოდო კოდუა 2021 წელს მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

შეჯიბრება ტარდება Covid 19-ის რეგულაციების სრული დაცვით.