საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ალბანეთში გაემგზავრა, სადაც უეფას განვითარების თასზე ითამაშებს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ხიზანიშვილმა გუნდი ტურნირისთვის თბილისში მოამზადა, საერთაშორისო ტურნირისთვის კი 20 ფეხბურთელი შეარჩია.
16-წლამდე ნაკრები განვითარების თასზე მასპინძელი ალბანეთის გარდა, ალჟირისა და ლიეტუვას 16-წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირდება.
საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (სფფ აკადემია, რუსთავი), პაპუნა ბერუაშვილი (დინამო, თბილისი)
მცველები: გიორგი აღდგომელაშვილი, მუხრან ბაგრატიონი, თორნიკე მოლაშვილი (სამივე – დინამო, თბილისი), გიორგი ბართია, დავით ქართველიშვილი (ორივე – საბურთალო, თბილისი), ზვიად ხაბურზანია (სფფ აკადემია, რუსთავი)
ნახევარმცველები: გიორგი ბერიანიძე, შაქრო დვალიშვილი, გიორგი დავრაშელიძე, დავით ბერია (ყველა – საბურთალო, თბილისი), საბა გეგიაძე, ლუკა ლაცაბიძე, დავით შიოლაშვილი, რატი ხუციაშვილი (ყველა – დინამო, თბილისი), ჭაბუკი ლაბაძე (სფფ აკადემია, რუსთავი)
თავდამსხმელები: ნიკოლოზ დავრაშელიძე (საბურთალო, თბილისი), ლაშა კალანდაძე (ლოკომოტივი, თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (სფფ აკადემია, რუსთავი)
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები 2020 წლის განვითარების თასის პირველ შეხვედრას 25 თებერვალს ალჟირის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.
2020 წლის განვითარების თასის განრიგი:
25 თებერვალი, 14:00
საქართველო – ალჟირი
27 თებერვალი, 14:00
ალბანეთი – საქართველო
1 მარტი, 14:00
ლიეტუვა – საქართველო